გიორგი გახარია: ჩვენი უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება

“დღეს ეპიდემიოლოგიურად ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა თითოეული ნაბიჯი მომავალში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისსაც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და  ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების სწრაფად დაბრუნება.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა და სტრატეგიაა ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, მოქალაქეებისთვის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მათი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში, ასევე, სწრაფად დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციისა და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრების და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ ეს რისკები ვირუსის გავრცელების სისწრაფისა და მისი გეოგრაფიის მიხედვით. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი, თითოეული ჩვენგანის, მინისტრისა და სამინისტროსი – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად  ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში  ადამიანის დაბრუნება”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები