სერგი კაპანაძე: მაჟორიტარებთან დაკავშირებით, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაცმოძრაობამ“ უფრო მეტი უნდა დათმონ, შეთანხმება გაცილებით მნიშვნელოვანია

„პირველ ტურშივე უნდა მოხდეს მაჟორიტარების კოორდინირება და რაც შეიძლება მეტ ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების წამოყენება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პარტიის ვიწროპარტიული ინტერესი.

„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ თუ გვინდა ივანიშვილის დამარცხება პირველ ტურში უნდა მოვახდინოთ მაჟორიტარების კოორდინირება და რაც შეიძლება მეტ ოლქში მოხდეს საერთო მაჟორიტარული კანდიდატების წამოყენება. ეს ნიშნავს, რომ დიდმა პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ“ , „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დათმონ უფრო მეტი. შეთანხმება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე პარტიის ვიწროპარტიული ინტერესი, ამიტომ ამ კონტექსტში სიხარბემ არავის არ უნდა სძლიოს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები