მარტვილში სასურსათე პროდუქტები დარიგდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“დღეს სასურსათო ნობათი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად მარტოხელა ხანდაზმულებს, ობოლ ბავშვებსა და შეჭირვებულ ოჯახებს სახლში მიუტანა. კვების პროდუქტები, მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 ოჯახს გადაეცემა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.