დაბა ხულოში საფეხმავლო ბილიკისა და განათებების მოწყობა მიმდინარეობს

ხულოს მერი დაბა ხულოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე  ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად, დავით მამულაძის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტი 107 მეტრი სიგრძის საყრდენი კედლის, საფეხმავლო ბილიკისა და განათებების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „ოლიმპო 2012“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 108 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები