კახა კალაძე: წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული ბიუჯეტისა და იმ პროექტების თვალსაზრისით, რაც უნდა გაკეთდეს თბილისისთვის

“წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული ბიუჯეტისა და იმ პროექტების თვალსაზრისით რაც დედაქალაქისთვის უნდა გაკეთდეს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, არცერთ პროექტზე მუშაობა არ შეჩერებულა.

“წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული თუნდაც ბიუჯეტის თვალსაზრისით, თუნდაც იმ პროექტების თვალსაზრისით, რაც უნდა გაკეთდეს თბილისისთვის. თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გადახედვები მოგვიწევს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროექტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არ განხორციელდება. პირიქით, ყველა განხორციელდება. უბრალოდ, დღევანდელი პრიორიტეტებიდან გამომდინარე დროში გადაიწევს და ამაზე დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით. სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ არცერთ პროექტზე მუშაობა არ გაგვიჩერებია. შეიძლება, იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა სამუშოები, როგორც ეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული გარემოება გვაქვს, შესაბამისად, ყველა პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები