თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიზნობრივი ვიზა დასჭირდებათ
თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიზნობრივი ვიზა დასჭირდებათ.
“თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -USHAŞ-ს მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.