გელა კვაშილავა: ჩემი თხოვნა იქნება სატრანსპორტო სამსახურის მიმართ, რომ ტრანსპორტში სანიტაიზერები დამონტაჟდეს

ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის გელა კვაშილავას განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიის გამო დაწესებული წესების დარღვევებზე სანქციები უნდა მოქმედებდეს. ამის შესახებ კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ამ 5 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპროტით მეც მომიწია გადაადგილება. უნდა ითქვას, რომ ადამიანების დიდი ნაწილი მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან თავი შეიკავოს იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები ჯერ კიდევ ერიდებიან და ცდილობენ, კერძო მანქანებით გადაადგილდნენ. როცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება, მგზარვთა ნაკადი კიდევ უფრო მოიმატებს. ვფიქრობ, უფრო მეტი დაცვა გვჭიდება იმ წესებისა, რაც მიღებულია. სოციალური დისტანცირების დაცვის სხვადასხვა პარამეტრია სხვადასხვა ქვეყანაში ‘არის 1 მეტრი, 1.5; 2 მეტრი. თუმცა, უკვე ჩათვალეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2 -მეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ძირითადი აქცენტია ორ რამეზე – პირბადეების ტარებასა და სანიტაიზარებზე. სანიტაიზერები დამონტაჟებული უნდა იყოს ტრანსპორტში. ჩემი თხოვნა იქნება საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის მიმართ, რომ სანიტაიზერები დამონტაჟდეს ტრანსპორტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა ქვეყნებში გაკეთდა. დიტანციის დაცვა თითქმის შეუძლებელი ხდება. ჩვენ პიკი საათებში გვაქვს პრობლემა. ამ დროს უნდა მოხდეს სწორი მენეჯმენტი. არ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვა, რასაც ადგილი ჰქონდა კოვიდამდე. ჯერ ამას ვერ ვხედავთ, რაც კარგია. არ ხდება კონდიციონერების გამოყენება, რაც ასევე კარგია.
მატარებლის ვაგონებში უნდა იყოს სტიკერები, რომლებიც მიუთითებს, სად შეიძლება დაჯდომა. ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს თერმოსკრინინგიც. ამას რამდნიმე წამი უნდა. მერიას შეუძლია, პერიოდულად შეამოწმოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის.
რაც შეეხება საქალაქთაშორისო გადაადგილებას – არ შეიძლება, გვერდიგვერდ გაიყიდოს ბილეთები. ეს ყველა ტიპის ტრანსპორტს უნდა შეეხოს. თერმოსკრინინგი აქაც აუცილებელია“, – განაცხადა კვაშილავამ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტანსპორტში დარღვევებთან დაკავშირებით სპეციალური ცხელი ხაზი უნდა მოქმედებდეს.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის აუცილებლად ცხელი ხაზი უნდა არსებობდეს, თუ ვინმე არღვევს, ამაზე ინფორმირება უნდა მოხდეს. მკაცრი ჩარევა უნდა მოხდეს დარღვევებზე. აუცილებლად უნდა ამოქმედდეს ჯარიმა.
ვირუსის პრევენციის კუთხით სხვადასხვა სამსახურის კოორდინება ყველაზე მნიშვნელოვანია. ალბათ, მნიშვნელოვანია ერთი კვირის შემდეგ მოხდეს შეფასება, რა შედეგები გვაქვს, სადაა ხარვეზები. მივმართავ საკოორდინაციო ჯგუფს, აუცილებლად უნდა მოხდეს ტრანსპორტის საკითხზე შეხვედრა“, – განაცხადა კვაშილავამ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპროტის მუშაობა 29 მაისს აღდგა. აუცილებელია, მგზავრებმა პირბადეები ატარონ. მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა აკრძალულია. ტრანსპროტში კონდიციონერის ჩართვა დაშვებული არაა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები