აშშ-ში, სამხედრო ბაზაზე სროლა მოხდა, არიან დაღუპულები
ჩრდილოეთ დაკოტაში, გრანდ-ფორკსის ავიაბაზაზე სროლა მოხდა, რომლის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 4:30 საათზე მოხდა, თუმცა, როგორც ბაზის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჟამად ვითარება კონტროლზეა აყვანილი.
“სხვა სამხედროებისთვის საფრთხე ამჟამად უკვე აღარ არსებობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ბრიფინგზე ბაზის ხელმძღვანელმა, პოლოკოვნიკმა კემერონ პრინგლმა განაცხადა, ცეცხლი მფრინავების საერთო საცხოვრებელში იყო გახსნილი.
მომხდარის გამოძიებას სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალური საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს, რაც, მედიის ვარაუდით, შეიძლება, ნიშნავდეს იმას, რომ თავდამსხმელი შესაძლოა, სამხედრო მოსამსახურე იყოს.
დაღუპული სამხედროების გვარები, მათი ახლობლების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება.