სოფელ ნოჯიხევში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი  ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში მყოფი ორივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.  ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები