აშშ-ში, რამდენიმე ქალაქში პოლიციის ოფიცრები აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ(ფოტოკოლაჟი)

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო ტალღას ქვეყნის რამდენიმე ქალაქში პოლიციის თანამშრომლები შეუერთდნენ.

მაშინ, როდესაც მინეაპოლისიის პოლიციის ოთხი ოფიცერი უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული, სხვა ქალაქების პოლიციის განყოფილებები საპროტესტო აქციის მონაწილეებს უერთდებიან.

ფლოიდის მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში პოლიციის განყოფილების უფროსმა, არტ ასევედომ აქციის მონაწილეებთან ერთად დაიჩოქა. როგორც მან CNN-ის კორესპონდენტს განუცხადა, მისი განყოფილების ოფიცრები ფლოიდის დაკრძალვის პროცესს შეუერთდებიან.

“გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ მშობლიურ ქალაქში ის უსაფრთხოდ იქნება ჩამოსვენებული, ასევე, უზრუნველვყოთ მისი ოჯახისა და გადაადგილების უსაფრთხოება”, – თქვა ასევედომ.

ნიუ იორკში, თაიმ სკვერზე კედელზე დახატულ გულზე ერთ-ერთ ოფიცერს, სოლიდარობის ნიშნად, მუხლი ჰქონდა მიდებული.

ნიუ ჯერსიში კამდენის ოლქის პოლიციის უფროსი, ჯო ვისოცკი დემონსტრანტებს შეუერთდა. მას ტრანსპორანტი ეჭირა წარწერით – “სოლიდარობის ნიშნად”.

ასევე, ჟურნალისტებმა პოლიციის ოფიცრები შენიშნეს, რომლებიც მუხლებზე იდგნენ, რასაც აქციის მონაწილეებმა შეძახილებით მიესალმნენ.

CNN-ი აღნიშნავს, რომ მისურის შტატში, კანზას სითიში აქციის სულ მცირე ერთმა მონაწილემ ჩამოართვა ხელი პოლიციის ოფიცერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები