დედოფლისწყაროში 1 778 095 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

  2014 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე 1 778 095,7 ლარს მიიღებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანახმად, ზემო მაჩხაანის რეზერვუარებამდე ახალი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი მოეწყობა. სამინისტროს განცხადების მიხედვით, ქალაქ დედოფლისწყაროში, ალადაშვილის ქუჩისა და კახეთის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთებზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასფალტის საფარს და მოეწყობა ძველ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა. ასევე, ასფალტის საფარი მოეწყობა თერგის, არხოტისა და პ. ბაგრატიონის ქუჩებზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფ. სამრეკლოში, სტალინის ქუჩიდან თამარის ქუჩის ბოლომდე მიმავალ გზასაც.აღნიშნული პროექტების შესახებ უკვე იმსჯელა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ და მათ დადებითი რეკომენდაციაც გაუწია. მთლიანობაში დედოფლისწყაროში ამ ეტაპზე 7 პროექტია დამტკიცებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები