კახეთში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთში, დედოფლისწყაროში “კოვიდ 19” ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მამაკაცი საერთაშორისო რეისიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” დედოფლისწყაროს ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, მარიეტა გონაშვილმა განუცხადა, მამაკაცს კვლევა ახალი რეგულაციების ფარგლებში ჩაუტარდა და ტესტირების პასუხი დღეს გახდა ცნობილი.
“მამაკაცი რუსეთში იმყოფებოდა და იქიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას განაგრძობდა. მისი ნიმუში ახალი რეგულაციების ფარგლებში ავიღეთ და პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ლუგარში გაგზავნილი 4 ტრაილერის მძღოლის ნიმუშიდან “კოვიდ 19” ლაბორატორიულად მხოლოდ ერთს დაუდასტურდა”, – განაცხადა მარიეტა გონაშვილმა.
ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
“კოვიდ 19”-ით ინფიცირებული თბილისში, ინფექციურ კლინიკაშია გადაყვანილი.