ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, რაც ბოლო ორ დღეში ფიქსირდება, შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული.

მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი ახლაც და მანამდეც ქვეყანაში ყველაზე დაზიანებულ ადგილად მიიჩნეოდა.

„გუშინდელი და დღევანდელი მატების შედეგები არ არის შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული. მუშევანი გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში და ველოდებოდით, რომ გვექნებოდა დამატებითი შემთხვევები. ამიტომ, პარასკევს თითქმის სრულად მოსახლეობა გამოვიკვლიეთ და დამატებით 18 შემთხვევა იყო იდენტიფიცირებული. ამავე დროს, საბურთალოს ე.წ. კლასტერი არის ყველა კონტაქტი ინფიცირებულთან და ეს ინფიცირებული გახლდათ ჩვენი კოლეგა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები