შალვა კერესელიძემ სოფელ აღდგომლიანთკარში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა

მცხეთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება შიდა საუბნო და დასახლებებს შორის დამაკავშირებელ გზებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, პირველ მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან და მცხეთის მერის პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან ერთად, სოფელ აღდგომლიანთკარის შიდა გზების მოასფალტების პროცესს გაეცნო. სამუშაოები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება.

ასევე, აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძალისი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ბიწმენდი, ზაქარო, წილკანი და ნავაზი. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები