ირაკლი ქადაგიშვილმა პედაგოგებთან ონლაინსწავლების მიმდინარეობა განიხილა

თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებმა დისტანციურ სწავლებაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს. პედაგოგების თქმით, სწავლების ახალი მოდელი , სასწავლო პროცესის წარმართვისას ეფექტურია და თიმსის პლატფორმამ მოსწავლეებს, უამრავი ონლაინ რესურსის გამოყენების შესაძლებლობა მისცა.მათი თქმით, დისტანციური სწავლება ასევე, დადებითად აისახა მშობლებზე და მნიშვნელოვნად გაზარდა სასწავლო პროცესში მათი ჩართულობაც.
„- მადლობა განათლების სამინისტროს და მასწავლებლის სახლს, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით, შევძელით ის რომ ვქმნიდით და ერთმანეთს ვუზიარებდით რესურსებს, ასევე სამინისტრომ მოგვაწოდა ელექტრონული რესურსების არაჩვეულებრივი პლატფორმები, რასაც საკმაოდ ეფექტურად ვიყენებთ. ვცდილობთ, რომ მრავალფეროვანი და თანამედროვე, დისტანციურ რეჟიმზე მორგებული საგაკვეთილო პროცესი წარვმართოთ“- აღნიშნა საჯარო სკოლის პედაგოგმა ნათია ბაღათრიშვილმა.
ონალაინ შეხვედრის დასასრულს, დისტანციურ სწვალებაში აქტიური ჩართულობისათვის ირაკლი ქადაგიშვილმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან საინტერესო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა პედაგოგებთან. განათლება არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული გამოწვევა და მიმართულება. მითუმეტეს, ამ პირობებში, როცა საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურულია, უმნიშვნელოვანესი იყო ონლაინ სწავლების დანერგვა. პედაგოგებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც ამ პროცესში მათთვის მნიშვნელოვანი იყო და პრაქტიკულად რაც დაინახეს. ამ პროცესში ჩართულობა – პედაგოგებისა, მოსწავლეებისა და მშობლებისა, ურთიერთკავშირი არის საკმაოდ ცოცხალი. ძალიან დიდი რესურსები აღმოაჩნდა თიმსის პროგრამას, რასაც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა კარგად აუღეს ალღო“-აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეხვედრაზე პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევებში, დისტანციური სწავლება გამოყენებადი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები