აჭარაში 1 თვეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 400-ზე მეტი კვლევის შედეგი უარყოფითია. ბათუმის “ცხელების კლინიკებში” 36 პირია მოთავსებული, მათი პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა. საერთო ჯამში ვირუსი 71 ადამიანს დაუდგინდა. კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი.

აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი 12 477 პირს ჩაუტარდა. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში 767 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები