მერაბ ქვარაია: პანდემიასთან ბრძოლაში გამოვლენილმა მზრუნველობამ, საბოლოოდ მოშალა და გამოიყვანა წონასწორობიდან “ნაციონალური მოძრაობა”
„პანდემიასთან ბრძოლაში გამოვლენილმა მზრუნველობამ, საბოლოოდ მოშალა და გამოიყვანა წონასწორობიდან ნაციონალური მოძრაობა და მისი ტელევიზია, ახალი ძალით ამუშავდა ტყუილისა და ბოროტების მანქანა“, – ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 30 მაისს “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს.
„რეგიონული კვირა, უცვლელად გთავაზობთ საპარლამენტო ურავლესობის წვერის ფეისბუქსტატუსს:
„სრული მარაზმი გვარამია-სააკაშვილის ტელევიზიისგან,
სიცრუე და ყოველგვარ ზღვარსგადასული, ცილისმწამებლური ტყუილი.
მორიგი, რა თქმა უნდა..
რა უნდა მოიმოქმედო ადამიანმა, როცა გაუგონარ რამეს გაწებებს ტელევიზია, თავის მართლება დაიწყო, უბრალოდ გულიანად გაიცინო და “დააიგნორო”, თუ იჩივლო პატივისა და ღირსების შელახვისთვის ?…
არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ:
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, პანდემიასთან ბრძოლაში გამოვლენილმა მზრუნველობამ და საერთო წარმატებამ, რასაც ხალხთან და საზოგადოებასთან ერთად მივაღწიეთ, საბოლოოდ მოშალა და გამოიყვანა წონასწორობიდან ნაციონალური მოძრაობა და მისი ტელევიზია, ახალი ძალით ამუშავდა ტყუილისა და ბოროტების მანქანა,
დაიწყო ახალი ისტერია მათ რიგებში,
ფუჭი ისტერია, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს:
2020 წლის ოქტომბერში დამნაშავე პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოში ადამიანებისთვის უკიდურესად საშიში, დამაზიანებელი, იდეოლოგია და სისტემა შექმნა, საბოლოოდ დასრულდება და დაიკრძალება პოლიტიკურ სასაფლაოზე. ამას ხელს ვერც სიცრუის მებაირაღე “მთავარი არხი”, ვერც ნაც მოძრაობა და ვერც მასთან მიტმასნილი სატელიტები ვერ შეაჩერებენ…
ეს დაიწყება ზუგდიდიდან, სამეგრელოდან, ერთნაირად მთელი საქართველოდან, ისევე როგორ მოხდა 2012 წელს,
ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელმძღვანელობით ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და დაუსვამს წერტილს ამ სიბნელეს ჩვენს ქვეყანაში,
ერთად დავიწყებთ ახალი, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს. ეს არა მარტო ჩემი და მრავალი ადამიანის სურვილი, არამედ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა !
გისურვებთ და ვისურვებ წარმატებულ შემოდგომას და წარმატებებს ამ მნიშვნელოვან საქმეში! “, – წერს მერაბ ქავარაია ფეისბუქის პირად გვერდზე.