შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერმინისტრთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო”,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

“ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
ღონისძიების მონაწილეებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები