მარინა ეზუგბაია: კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული უნარ-ჩვევები შევინარჩუნოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ სოციალური დისტანცირების წესები დაიცვას.

„აუცილებელია შევინარჩუნოთ ის უნარ-ჩვევები, რაც 3-4 თვის განმავლობაში მივიღეთ, ეს არის – დისტანცირება, პირბადეების გამოყენება, თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება და სახლიდან გამოსვლის აუცილებელი მიზეზი. მუდმივად გარეთ არ უნდა ვიყოთ და თავშეყრის ადგილებში კონცენტრირებული. ხომ ვისწავლეთ კოვიდ 19-თან ერთად ცხოვრება და ჯერჯერობით გავაგრძელოთ იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც მივიღეთ, ნუ დავივიწყებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები