პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი მკურნალობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი მკურნალობს,– ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას ერთი პაციენტი გადის.

“31 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 13 პაციენტი, აქედან კოვიდ​ინფიცირებულია 5 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 12 პაციენტი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები