ზვიად შალამბერიძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს და აღნიშნავს ,რომ მათი საქმიანობა დასაფასებელია და ეს განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გამოჩნდა.

“ყველა პოლიციელს, ძალოვანი უწყების ყველა წარმომადგენელს ვულოცავ პროფესიულ დღეს.

ჩვენი პოლიციელების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ყოველდღიურად, ისინი იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, არიან ყოველთვის იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება და ეს ნათლად გამოჩნდა ახლაც, როდესაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ თითოეული ადამიანის ინტერესებს, იცავდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ყველა ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ პოლიციელებს და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ მათი საქმიანობის მიმართ ნებისმიერ სიტუაციაში.

მადლობა თითოეულ პოლიციელს ღირსეული საქმიანობისა და თავდადებისთვის და ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე.”-ნათქვამია ზვიად შალამბერიძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები