რუსუდან თევზაძე: პოლიციის დღეს ვულოცავ უკლებლივ ყველა მოსამსახურეს, ყოველ ნაბიჯზე დაცულად ვგრძნობ თავს და მეიმედებით

“პოლიციის დღეს ვულოცავ უკლებლივ ყველა მოსამსახურეს. ვულოცავ ჩვენს სახელმწიფოსა და თქვენს ოჯახებს, რომ არჩევანი სხვათა უსაფრთხოების სამსახურზე გააკეთეთ”,- ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

“პოლიციის დღეს ვულოცავ უკლებლივ ყველა მოსამსახურეს!
მათი განსაკუთრებულობა იმაშიც ვლინდება, რომ თითქმის ყველას, ბავშვობაში პოლიციელობა სურს, ეს იმიტომ, რომ მათში, პოლიციელის უმთავრესი ასოციაცია ვაჟკაცობა და ადამიანის დაცვაა. ბავშვური ემოცია და განწყობა კი ყველაზე გულწრფელი და ნამდვილია.
მეც გულწრფელად გილოცავთ ამ დღეს. ვულოცავ ჩვენს სახელმწიფოსა და თქვენს ოჯახებს, რომ არჩევანი სხვათა უსაფრთხოების სამსახურზე გააკეთეთ.
პირადად მე, ყოველ ნაბიჯზე ნამდვილად დაცულად ვგრძნობ თავს და მეიმედებით.
მადლობა ჩვენ სახელმწიფოს თქვენზე გაღებული ზრუნვისთვის!”,- წერს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები