ხულოში “გაეროს განვითარების” პროექტის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD-3’’ პროექტის წარმომაგენლების, საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოადგილეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სოფლის განვითარების მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის ფორმირების საკითხი განიხილეს. მსგავსი სამუშაო ჯგუფების შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საჭიროებებზე პროაქტიური რეაგირება, რესურსების მობილიზაციის და სხვადასხვა აქტორების კოორდინაციის გზით.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაკომპლექტდება ადგილობრივი, რეგიონალური და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, აგრეთვე ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან. ჯგუფი პერიოდულად განახორციელებს სამუშაო შეხვედრებს, სადაც მოხდება სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების განხილვა და შესაძლო გადაწყვეტა/გადაწყვეტის გზების გამონახვა.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალური შეფასების დოკუმენტის განახლების საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საჭიროების გამოკვეთას, შესაბამისი აქტივობებისა და პრიორიტეტული მიმართულების იდენტიფიცირებას, რომლის მიზანიც იქნება სოფლის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, დასაქმება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.

აღნიშნული შეფასების დოკუმენტების განახლების საჭიროება განსაკუთრებით COVID19 ეპიდემიამ დააჩქარა, შესაბამისად
განსაკუთრებული ყურადღება სწორედ აქედან გამომდინარე გადაუდებელ
საჭიროებებზე კეთდება. აღნიშნული დოკუმენტი უნდა გახდეს დამატებითი
ინტერვენციების განხორცილების საფუძველი პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

პროექტმა მუნიციპალიტეტს გადასცა 300 ცალი სახის დამცავი ფარი, რომელთა მეშვეობით მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები უკეთ იქნებიან დაცული კორონავირუსის საფრთხისგან.

პროექტი ევროკავშირისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერაა დაფინანსებული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები