სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
გურიაში, სოფელ გურიანთაში, ღელეში მცირეწლოვანის ცხედარი იპოვეს. 6 წლის ბიჭს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, ბიჭი დაახლოებით, დღის12 საათისთვის ძაღლებთან ერთად თამაშობდა. ამის შემდეგ, მისი კვალი გაქრა. მშობლებმა პოლიციას შეატყობინეს და სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
რამდენიმე საათიანი ძიების შემდეგ, ბავშვი დამხრჩვალი იპოვეს.
“პატარა მდინარეა, არც ეთქმის მდინარე, ღელეა, ონდავ შემაღლებულ ადგილას შეიძლება ფეხი დაუცურდა და იქ ჩავარდა. საშინელი ტრაგედია მოხდა”, – აცხადებენ ადგილობრივები.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.