კახეთის რეგიონში შესულ ტრაილერის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ
კახეთს რეგიონში შესულ ტრაილერის მძღლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა, განაცხადა. სიახლე ახალი რეგულაციების თანახმად განხორცილედება და მძღლებს საზღვარზე შემოსვლისთანავე, სწრაფი ტესტი, როგორც ანტისხეულებზე, ისე ანტიგენზე ჩაუტარდებათ.
„პროცედურას პასუხის გაცემის დროის ჩათვლით სავარაუდოდ დასჭირდება ნახევარი საათი. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გააგრძელებს გზას. ნებისმიერი ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გადაყვანილი იქნება ცხელების ცენტრში , იქ აუღებენ ნიმუშს უკვე PCR ტესტირებისათვის და დაელოდებიან საბოლოო დამადასტურებელ შედეგს. ჩვენს მიერ ნიმუშის აღებასა და ტესტის ჩატარებაზე გადამზადდა ლაგოდეხის საბაჟოს 4 თანამშრომელი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში დღეის მდგომარეობით, კოვიდ 19 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.