მარინა ეზუგბაია: 11 ახალი ინფიცირებულიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

“11 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი,  უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
​„გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ცნობილი წყაროა. დადასტურებული პაციენტების კვლევა გრძელდება. კონტაქტირებულების კვლევა ტარდება კონტაქტის პირველი დღიდან დაახლოებით 14 დღის განმავლობაში. დაავადების გამოვლენის პერიოდი არის ერთიდან 14 დღემდე. ეს პაციენტები გამოკვლეული იყვნენ მე-13, მე-14 დღეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ ისინი ბინაზე, იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები