გია ვოლსკი: სრული საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ ოპოზიციას არჩევნების ჩატარება საერთოდ არ უნდა

“სრული საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ ოპოზიციას არჩევნების ჩატარება საერთოდ არ უნდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს – ვოლსკის თქმით, მას სასამართლო განიხილავს.

“სრული საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ ოპოზიციას საერთოდ არ უნდა არჩევნების ჩატარება. რურუას საკითხს კარგად იციან, რომ სასამართლო განიხილავს და სასამართლოს ვერანაირად  მიუთითებ ისევე, როგორც ვერ მიუთითებდი მაშინაც, როდესაც საკითხი ეხებოდა უგულავას, რომელსაც ბიუჯეტიდან გატაცების ანტირეკორდი აქვს მოხსნილი და როდესაც საკითხი ეხებოდა ოქრუაშვილს, რომელიც გამოკვეთილად ხელმძღვანლობდა იმ აგრესიულ დაჯგუფებას, რომელსაც პარლამენტში უნდოდა შემოჭრა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები