“ევროპული სკოლა” Microsoft-ის საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეა

“ევროპული სკოლა” ლიდერი სკოლა ონლაინ სწავლებაში მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Microsoft-ის პარტნიორი სკოლაა და წვდომა აქვს უახლეს პროგრამულ სერვისებსა და პლატფორმებზე. კომპანია Microsoft-ის ორგანიზებით საერთაშორისო ღონისძიება „გაკვეთილი საზღვრების გარეშე Microsoft Teams-თან ერთად” (International Open Lesson „Crossing the borders with Microsoft Teams!”) გაიმართა, სადაც საქართველოდან “ევროპული სკოლის“ გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ გაკვეთილის მსვლელობის დროს თითოეული ქვეყნის გუნდს თავისი ქვეყანა ონლაინ პრეზენტაციის სახით Microsoft Teams პროგრამაში უნდა წარედგინა. გაკვეთილს ესწრებოდა 118 მონაწილე: მოსწავლეები, პედაგოგები, ექსპერტები და Microsoft-ის წარმომადგენლები. „ევროპული სკოლის“ გუნდი 8 მოსწავლემ დიზაინისა და რობოტიქსის პედაგოგის გურანდა გოგალაძის ხელმძღვანელობით წარადგინა.
მსოფლიო პანდემიის დროს, ონლაინ სწავლების ეპოქაში „გაკვეთილი საზღვრების გარეშე“ 6-მა ქვეყანამ: Georgia – European School, Kosovo – Finish School of Kosova, Kazakhstan – Lyceum School #54, Latvia – Talsu 2nd Secondary School, Bulgaria – Hristo Smirnenski Primary School, Azerbaijan – confirmed school წარადგინა.
კომპანია Microsoft-თან თანამშრომლობა ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას ტექნოლოგიური მეცნიერების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდების პროგრესულად დანერგვას.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები