პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს,– ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას ერთი პაციენტი გადის.
“28 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 15 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 7 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 14 პაციენტი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.