გიორგი გახარია: კომუნალურებზე დახმარების გაგრძელებაზე არ ვსაუბრობთ, კრედიტის ნაწილში იქნება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების მიმართ შეღავათის პირობებში არსებული დახმარება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კომუნალურების გადახდას გულისხმობდა, სავარაუდოდ არ გაგრძელდება.

როგორც პრემიერმა პარლამენტში დასმული კითხვის პასუხად განმარტა, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობაზე დახმარება კრედიტის ნაწილში გაგრძელდება.

“კომუნალურების შემდგომ გაგრძელებაზე არ ვსაუბრობთ, კრედიტის ნაწილში იქნება”, – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად უფინანსდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები