გიორგი გახარია: სამწუხაროა, რომ პატარა ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის, ტესტირება ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა

“სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის, რომლის რესურსებიც არის საკმაოდ შეზღუდული, ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ოქროს სტანდარტით „პისიარ“ ტესტირება უტარდება დღეში 2500-მდე ადამიანს და უახლოეს მომავალში ამ რიცხვის 3000-მდე გაზრდა იგეგმება.

„რაც შეეხება ტესტირების ნაწილს – ერთხელ და სამუდამოდ მინდა, ეს თემა დავხურო. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის, პატარა ქვეყანაში, რომლის რესურსებიც არის საკმაოდ შეზღუდული, ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა. ეს ახლა სხვა თემაა, ჩვენი პოლიტიკური კულტურის თემაა, ამას არ მინდა, შევეხო. მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ოქრის სტანდარტი, ეს არის „პისიარ“ ტესტირება. დღეს ღმერთმა ისე ქნა, რომ ქვეყანაში არც თუ ისე ძლიერი, მაგრამ საკმაოდ მყარი, მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიების ქსელი არსებობს. პირველ ყოვლისა ეს გახლავთ ლუგარი. ეს გახლავთ ქუთაისისა და ბათუმის ლაბორატორიები, რომლებსაც შეუძლიათ „პისიარ“ ტესტირების ჩატარება უმაღლეს დონეზე. არ დაგვავიწყდეს, როდესაც ეპიდემიის პირველი შემთხვევები იყო საქართველოში, დღეში ტარდებოდა 72-75 „პისიარ“ ტესტირება. დღეს ტარდება 2500, უახლოეს პერიოდში ჩატარდება 3000. ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამის უწყებებს დავალება აქვთ მიღებული, რომ შემოდგომამდე, სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 000 „პისიარ“ ტესტის ჩატარება. ახლა ვისაც ეს ესმის, კარგად ხვდება, რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვართ ერთ-ერთ ქვეყანა, რომელმაც შეძლო ორგანიზებულად ათიათასობით თავისი მოქალაქის ჩამოყვანა სახელმწიფოს ხარჯზე უცხოეთის ქვეყნებიდან. ამას ჰქონდა თავისი საკარანტინე ინფრასტრუქტურა, ყველა ეს ადამიანი გადის ტექტსირებას. ამიტომ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, როდესაც გახსნაზე ვსაუბრობთ, ზოგიერთები მოგვიწოდებენ, რომ გავხსნათ ყველაფერი ერთად. მარტივად – ყველაფერი უნდა იყოს გონივრული და გეგმის შესაბამისად. ამ გეგმის მიხედვით, ვიდრე ქვეყანაში არ იქნება შესაძლებლობა, დღეში გარკვეული რაოდენობის ოქროს სტანდარტის ტესტის ჩატარების, ყველა სახის სწრაფი და ნაჩქარევი გახსნა არის ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვიქნებით ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნასა და ეკონომიკის ამოქმედებას, აქ პარალელურად პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ამას მიყვება, როგორც ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ასევე ლაბორატორიული ქსელის მზაობა. კერძო ლაბორატორიების ფუნქციაც აქ არის უკიდურესად მნიშვნლეოვანი. ყველამ უნდა ვიცოდეთ, როდის და რა სახის გადაწყვეტილებები ან განცხადებები გავაკეთოთ“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები