კახა კალაძე: ავტობუსებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული, ფანჯრები უნდა იყოს ღია, რათა ჰაერი ნიავდებოდეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

მისივე თქმით, ამ პროცესს მერია ზედამხედველობას გაუწევს.

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას და კონტროლს. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს. ასევე უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, რათა არავითარ შემთხვევაში არ იყოს კონდიცირება ჩართული, ფანჯრები უნდა იყოს ღია, რათა ჰაერი ნიავდებოდეს, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა ისედაც ჰაერი ნიავდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები