პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი მკურნალობს.

“27 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 13 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 5 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 12 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები