რუსთაველის სამეცნიერო ფონდისთვის ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ „26 მაისი – ისტორიული თარიღი“ დისტანციური ლექცია ჩაატარა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის ისტორიკოსმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ დისტანციური ლექცია: „26 მაისი -ისტორიული თარიღი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“ ჩაატარა.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ღონისძიების მონაწილეებს მიულოცა 26 მაისი – უდიდესი ეროვნული დღესასწაული და რუსთაველის ფონდის მიერ მაისის თვეში ჩატარებული ონლაინლექციების სერიაზე ისაუბრა.

დიმიტრი სილაქაძის ლექცია ეხებოდა პირველი რესპუბლიკის შექმნის, დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდს, საუკუნეების განმავლობაში თაობების, ინტელექტუალური ელიტის ბრძოლას ქვეყნის იდენტობის აღდგენა-გადარჩენისთვის, ავტონომიის იდეას, ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის მზადყოფნას ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად, გერმანიის როლს ამ პროცესებში, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

ისტორიკოსმა ისაუბრა ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე და მის მთავარ მონაპოვარზე, მემკვიდრეობაზე დღევანდელი თვალსაზრისით – პროგრესული კონსტიტუცია, დემოკრატიული კანონმდებლობა, პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის განვითარების სწორი კურსი და შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები