ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი: მთელი კამპანიური მცდელობებია, რომ სანამ გამოძიება დასრულდება, მანამდე ადამიანი მორალურად გაანადგურონ

“ამ წუთას, მეორე მხრიდან არანაირი მტკიცებულება, ის რაღაცა, რომლის გასაჯაროება დაასრულებდა ისტორიას, ასეთი რამ არ დევს. თუ აქვთ რაიმე, უნდა წარმოადგინონ”, – ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

“ამ წუთას, მეორე მხრიდან არანაირი მტკიცებულება, ის რაღაცა, რომლის გასაჯაროება დაასრულებდა ისტორიას, ასეთი რამ არ დევს. თუ აქვთ რაიმე, უნდა წარმოადგინონ და ასე არ უნდა ილაპარაკონ, გვაქვს კარგი მტკიცებულება და არ გაჩვენებთ და, მათ შორის, საქმეშიც არ იყოს. ეს კიდევ და კიდევ მედია ბრძოლის იარაღია. ნამდვილად რა ხდება გამოძიებაში, ეს, ფაქტობრივად, აღარავის აღარ აინტერესებს. მთელი კამპანიური მცდელობებია იქეთკენ, რომ სანამ გამოძიება ძიებას დაასრულებს, მანამდე ადამიანი მორალურად გაანადგურონ”, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები