სახალხო დამცველი მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქართველ ხალხს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ადამიანის უფლებებზეა დაფუძნებული.
“1918 წელის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელმა კრებამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ერთ-ერთი მთავარი დებულება, რომელიც ჩაიწერა დამოუკიდებლობის აქტში, იყო ადამიანის უფლებების შესახებ: “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა”.
საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე და მათი დაცვითა და უზრუნველყოფით ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას!”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.