ანა აბაშიძე: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას შვილიშვილთან დაკავშირებით გაცემული ორდერი გაუუქმდა, გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში გასაჩივრდება

“სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას შვილიშვილის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით გაცემული ორდერი გაუუქმდა, გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში გასაჩივრდება”, – ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

აბაშიძის თქმითვე, როცა დედა ბავშვს უშვებს მეორე მშობელთან, ვინც  უნდა განახორციელოს ბავშვზე ძალადობა, მამა, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, ვალდებულია, ის საფრთხისგან დაიცვას.

„როცა დედა ბავშვს უშვებს მეორე მშობელთან, ვინც  უნდა იყოს კონკრეტული ფორმის ძალადობის განმახორციელებელი, მამა, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, არის ვალდებული დაიცვას ბავშვი საფრთხისგან და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ეს არის ძალადობის ფორმა და ამას ჰქვია “უგულებელყოფა”. განცალკევება იმ თემებისა, რომ, თითქოს, თავის დროზე ბებია ძალადობდა და მამას შემხებლობა არ ჰქონდა ამ თემასთან, არასწორია. რაც შეეხება თავად ორდერს, ორდერი გამოიცა შსს მხრიდან ბებიის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის თემაზე. პირველ ინსტანციაში გასაჩივრდა ეს ორდერი, რომელმაც დატოვა ძალაში, სააპელაციო სასამართლომ კი გააუქმა ეს ორდერი. ეს იყო ჩვენთვის გასაკვირი გადაწყვეტილება. კონკრეტულმა მოსამართლემ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, სტერეოტიპული და წინასწარი განწყობების ფონზე გააუქმა ორდერი. საქმეში იყო პირდაპირი მტკიცებულებები და ბავშვის მოსაზრებები, მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. ამ მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრდება გაერო-ს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტში. სწორედ ახლა იწერება ეს საჩივარი, რაზეც სახელმწიფო აგებს პასუხს”, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები