კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს.

“სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდია მოთხოვნა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული, თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, როგორც ამას წინა დღეების განმავლობაში ვლაპარაკობდი. მე კარგად მესმის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომაროება, კარგად მესმის სიფრთხილე, თუმცა როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას. მზად ვართ იმისთვის, რომ ახლა ვუთხრათ შესაბამის სამსახურს, მძღოლები დასხდებიან და გამოვლენ, მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები