ეკატერინე ტიკარაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების შემუშავება მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების შემუშავება მიმდინარეობს.
მინისტრის თქმითვე, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა რაოდენობის მგზავრი იქნება დაშვებული ტრანსპორტში.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეგულაციების შემუშავება, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის გამოყენებას, უნდა მოხდეს შესაბამისი ვინტილაცია და, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, თუ რა რაოდენობა მგზავრებისა იქნება დაშვებული თითოეული ფორმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში”, – აღნიშნა მინისტრმა.