კახა კალაძე: პანდემიამ ღამის კლუბები დააზარალა, ამ მიმართულებითაც ვაპირებთ დახმარების პაკეტის შეთავაზებას

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პანდემიის გამო დაზარალებული ღამის კლუბებიც მიიღებენ გარკვეულ დახმარებას. როგორც მან აღნიშნა, ჩატარებული კვლევის შედეგად, პრობლემებთან დაკავშირებით, სრული სურათი აქვთ.
„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ შეღავათებზე, რომელიც დამტკიცებული და მიღებული იქნა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ და რა თქმა უნდა, ამ პაკეტებში იქნება ასევე გათვალისწინებული ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა.

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, გავაკეთეთ ონლაინ გამოკითხვა და გვაქვს სრული სურათი პრობლემებთან დაკავშირებით. ვიცით, თუ რა პრობლემები აქვს კლუბებს, თუ როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ზოგადად ამ მიმართულებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები