ირაკლი შიხიაშვილი: გიგი უგულავა ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაშია დამნაშავე, მას ბიუჯეტი გაფლანგული აქვს

გიგი უგულავა არის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაში დამნაშავე, მეტსაც ვიტყვი, მას გაფლანგული აქვს ბიუჯეტი . დღეს ეს ადამიანი „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გააზრებული, თუ გაუაზრებელი ქმედების გამო პოლიტპატიმრად აქცია, – ამის შესახებ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შიხიაშვილი პატიმრობიდან „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის გიგი უგულავასა  და „გამარჯვებული საქართველოს“  ლიდერის  ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

„უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ გაუგებარი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში -საზოგადოებას გაუჩნდა ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით,   თუ რა და როგორ ვითარდება ჩვენს პოლიტიკურ ველზე. დღეს დიდი აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლედნენ. არიან თუ არა ისინი პოლიტპატიმრები? მე თავს უფლებას ვაძლევ  როგორც ერთერთი მოქალაქე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე,  მოგახსენოთ , რომ გიგი უგულავა არის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაში დამნაშავე, მეტსაც ვიტყვი, მას გაფლანგული აქვს ბიუჯეტი . ეს მტკიცდება იმ დოკუმენტებით რომელიც თავის დროზე საკრებულოში,  სარევიზიო კომისიის მიერ  იქნა დადგენილი და შესწავლილი, რომელიც  არაერთი გადაეცა პროკურატურას, სამწუხაროდ, ჯეროვანი რეგირებები არ მომხდარა, რაც უნდა მომხდარიყო.

დღეს ეს ადამიანი „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გააზრებული, თუ გაუაზრებელი ქმედების გამო აქცია პოლიტპატიმრად.  ამ კრიზისულ ვითარებაში როდესაც ქვეყანაში არსებობდა კორონავირუსის დიდი საფრთხე, საკმაოდ კარგად იმუშავა მთავრობამ, მაგრამ მის მიერ  კოვზით  მოგროვებული ავტორიტეტი, ერთ წამში  ჯამით გადაღვარეს იმით, რომ  ხალხის  თვალში მმართველი ძალა გამოჩნდა როგორც უსუსური, უნიათო, საკუთარი განცხადებების ვერშემსრულებელი   დაწყებული 2018 წლიდან,  როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე, კარგად გვახსოვს ,როგორი მოწოდებები ჰქონდათ, დაგვიჭირეთ მხარი, 1 წელიწადში ქვეყანას ავაშენებთო, ბევრ რამეს გავაკეთებთო. ვხედავ, რომ არაფერი გაკეთებულა.  ხაზს ვუსვამ,  კორონავირუსის დროს კრიზისულ ვითარებაში გახარიას მთავრობამ კარგად, ეფექტიანად იმუშავა, მაგრამ  ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანა  განვითარდეს და წინ წავიდეს. მით უმეტეს, გაუმკლავდეს მოსალოდნელ დიდ საფრთხეებს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს  და ყველა ვხვდებით, რომ კორონაზე მეტი საფრთხე ქვეყანას რაც  ემუქრება, შიმშილია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იყო უმუშევარი, ან თვითდასქმებული და ამ რაოდენობამ იმატა“- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები