ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება

ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩა ეწყობა, ახლდება სანიაღვრე არხები, კეთდება ტროტუარები და დაიგება გზის საფარი.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 900 000 ლარს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოებს კომპანია „გზატკეცილი პირველი” აწარმოებს.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები