30 აპრილის შემდეგ, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 263 კვლევის შედეგი უარყოფითია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ამ დროისთვის ცხელების კლინიკებში 20 პირია მოთავსებული, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, “მედალფაში“ 2 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აჭარაში ჯამში კორონავირუსი 68 პაციენტმა დაამარცხა. რეგიონში ვირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა. საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 1160 პირი იმყოფება.