ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნაწილი გაიხსნა

დღეს დილიდან ბოლნისში 61-დღიანი მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოიხსნა. შეზღუდვები არ გაუქმებულა ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია.
დღეიდან მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, გადაადგილდნენ, იმ რეგიონებში, სადაც შეზღუდვები არ მოქმედებს.
ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟის პროცესს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ახორცილებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები