გორში ძლიერმა ქარმა 20-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში ძლიერმა ქარმა 20-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ადგილზე გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. საცხოვრებელი სახლების სახურავებთან ერთად, ქარმა იმ შენობის სახურავიც დააზიანა, რომელიც მერიას საბავშვო ბაღის მშენებლობამდე დაქირავებული აქვს.

გორის მუნიციპალიტეტის მერი დაზარალებულ მოსახლეობას ადგილზე გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა. მას შემდეგ, რაც დაზიანებების დეტალური შესწავლა მოხდება, მერია მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება.
ძლლიერი ქარი და წვიმა სოფელ საქაშეთში დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები