გორის მუნიციპალიტეტის მერი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობას შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობას შეხვდა. კონსტანტინე თავზარაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – ამირან ქრისტესიაშვილმა სოფელ ქერეს მოსახლეობას ის სოციალური და საგადასახადო შეღავათებიც განუმარტეს, რითაც აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სტატუსიდან გამომდინარე შეუძლიათ სარგებლობა.

“მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის იმ 11 სოფლისთვის, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე მდებარეობს – კანონით დაწესებული სოციალური და სახელფასო დანამატები, ასევე, საგადასახადო შეღავათები ხელს შეუწყობს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გააუმჯობესებას და დაწყებული მიგრაციის შეჩერებას”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები