ვლადიმერ ბორცვაძე: წინა წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით მიმდინარე წლის 4 თვის მანძილზე ცალსახად, რეგისტრირებული დანაშაულის კლებაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ მიმდინარე წლის დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა წლის მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული მთელი რიგი შემთხვევები.

„კლებაა ისეთ დანაშაულზე როგორიცაა მაგალითად ქურდობა. ქურდობაში გვაქვს 19%-იანი კლება. გვაქვს ძარცვაში 23%-იანი კლება, ყაჩაღობაში გვაქვს დაახლოებით 50%-იანი. ნუ საერთო ჯამში 16-17% კლებაა რეგისტრირებული დანაშაულის, ამ წლის პირველი 4 თვეს თუ შევადარებთ წინა წლის პირველ 4 თვეს.
რაც შეეხება ოჯახურ დანაშაულს , ბუნებრივია მას შემდეგ რაც პანდემიად გამოცხადდა კოვიდ19 და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, რა თქმა უნდა, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ზოგადად იყო მოლოდინი, ოჯახური ძალადობის ფაქტების შესაძლო გახშირების შესახებ.
მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობის ზრდა არ ფიქსირდება, და ეს გარკვეულწილად დამოკიდებული იყო ჩვენი მხრიდან პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე. გვქონდა მოლოდინი რომ შესაძლებელია ოჯახური ძალადობა გაზრდილიყო, შევქმენით აპლიკაცია, რომელიც ინტეგრირდა ჩვენი 112- თან. აპლიკაციის დახმარებით, მოქალაქეს, იმ შემთხვევაში, თუკი იგი აღმოჩნდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, განგაშის ღილაკზე თითის დაჭერით, ტელეფონის საშუალებით შეუძლია გამოიძახოს პოლიცია და შესაბამისად, ჩვენი სამართალდამცავები განახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს.

ოჯახური ძალადობის კუთხით, მინდა გითხრათ, რომ არამც თუ მატება, გარკვეულწილად, მცირე ოდენობით, კლებაც გვაქვს, ასევე, გარკვეულწილად მატება არ გამოიწვია იმ გარემოებებმაც, რომ საქართველოში სრული კარანტინი არ გამოცხადებულა. მოქალაქეებს დღის განმავლობაში შეეძლოთ თავისუფალი გადაადგილება და საგანგებო მდგომარეობის დრო საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე იყო. შესაბამისად, სრული იზოლაცია არ მომხდარა. ესაა ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენ არ გვაქვს ოჯახური ძალადობის“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები