თემაზე – “პოსტპანდემიური საზოგადოება და მისი გამოწვევები” ონლაინდისკუსია გაიმართა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა თემაზე “პოსტპანდემიური საზოგადოება და მისი გამოწვევები” გაიმართა.

რუსთაველის ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ შემდგარ დისკუსიაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, გენერალური დირექტორის მოადგილეები – პროფესორი ჯაბა სამუშია, პროფესორი ნინო გაჩეჩილაძე, სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენელი მეცნიერები და ფონდის გრანტიორები მონაწილეობდნენ.

“მრგვალი მაგიდის” მონაწილეებმა პანდემიის პრევენციის, მასთან ბრძოლის და მოსალოდნელი შედეგების სამედიცინო, სოციალ-ეკონომიკური, სამართლებრივი, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტები, მათი დაძლევის გზები და საშუალებები განიხილეს, გააანალიზეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების, პოსტპანდემიური პერიოდის საფრთხეები და მათი განეიტრალების მექანიზმების შემუშავებაზე იმსჯელეს.

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის, ასევე პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევების შესაბამისად, ფონდმა საჯარო ლექციების სერია წამოიწყო, აღნიშნული შეხვედრა კი “მრგვალი მაგიდის” ფორმატში დისკუსიის ჩატარების პირველი მცდელობაა, რათა სხვადასხვა სფეროს მეცნიერებმა გამოთქვან მოსაზრებები გლობალურ პრობლემურ საკითხზე, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები