შალვა კერესელიძე მცხეთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ განახლდა და უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამხარეო ადმინიტრაციიდან აცნობეს. სამუშაოები, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა – შალვა კერესელიძემ პირველ მოადგილესთან, მანანა ნარიმანიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავაზში, შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები მოინახულა. შალვა კერესელიძე კონტრაქტორი კომპანიის მშენებლებს გაესაუბრა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით კომფორტულად გადაადგილდეს.

სოფელ ნავაზის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო და დასახლებებს შორის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტება მიმდინარეობს სოფლებში: ძალისი, წილკანი, აღდგომლიანთკარი, ბიწმენდი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ზაქარო და ძეგვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები