საგარეო უწყება: ბოლო მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 21 146 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12 477

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 21 146 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, 12 477 მოქალაქე ორგანიზებულად დაბრუნდა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღეს ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები